ჩვენი კრედო.
არის ღირებულებების ის ნუსხა, რომელიც ამოძრავებს კომპანიას, განსაზღვრავს მის ქცევას და აყალიბებს მას უნიკალურ ერთეულად კონკურენტულ ბაზარზე.
ჩვენი კრედო აგებულია 3 ძირითად ღირებულებაზე. „მომსახურების ხარისხი“, „პატივისცემა ინდივიდისადმი“ და „მისწრაფება სრულყოფილებისკენ“
- მომსახურების ხარისხი განსაზღვრავს კომპანიის იმიჯს, საზოგადოების მხრიდან მისდამი დამოკიდებულებას. ამიტომაც არის ეს ცნება უკომპრომისო, მაღალი სტანდარტები გამოიხატება როგორც მომსახურების მიღების უნაკლოობაში, ასევე მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერატიულობასა და კომპეტენტურობაში. ჩვენი ინოვაციური მომსახურება მოითხოვს უზომო დროსა და ენერგიას, რათა დამკვიდრდეს ჯერ კიდევ ძველი სტანდარტების მქონე ბაზარზე. ხოლო თვითდამკვიდრების საუკეთესო საშუალებაა ვიზრუნოთ ხარისხის მაღალ სტანდარტზე და არასდროს გადავუხვიოთ ამ გზას
- პატივისცემა ინდივიდისადმი ესაა ის ამომავალი წერტილი საიდანაც იწყება კომპანიის განვითარება, ჩვენი გადამზიდავები და გუნდის წევრები არიან კომპანიის ლიბო, - საძირკველი რაზეც დგანან წარმატების სვეტები, მათ მიერ შესრულებული ყოველი სრულყოფილი საქმე თითო აგურია საერთო საქმეში, თითოეული მათგანის დაფასება ჩვენი უპირველესი ამოცანაა, კომპანიაში შექმნილი სამართლიანი და კონკურენტული გარემო ნებისმიერი მსურველისთვის ქმნის ნათელ მომავალს.
- ჩვენი მისწრაფება სრულყოფილებისკენ, ესაა კომპანიის მამოძრავებელი ლოკომოტივი, რადგან მუდმივი განვითარება და სწრაფვა სიახლეებისა და ახალი სტანდარტების დანერგვისკენ გვაქცევს ლიდერად სატრანსპორტო გადაზიდვის სფეროში.
ჩვენი მისია.
შევქმნათ ინოვაციური პროდუქტი, რომელიც თავისი მახასიათებლებით შეამცირებს მომსახურების მიღების დროს, დაგიზოგავთ ენერგიას, მოგცემთ კონტროლის საშუალებას, გაგიმარტივებთ ბუღალტერიას, მოგცემთ საშუალებას შეარჩიოთ თქვენს ბიუჯეტზე მორგებული მომსახურება. ჩვენი მისია რთული პრობლემების გადაჭრის მარტივი გზების ძიება და შემოთავაზებაა.