Transportit LLC აცნობიერებს, რომ თქვენ გაღელვებთ თუ როგორ გამოიყენება თქვენს შესახებ მოწოდებული ინფორმაცია. ჩვენ მადლობას გიხდით ნდობისათვის.
Transportit App-ის მომხმარებლები თანახმა არიან დამუშავდეს პერსონალური მონაცემები Transportit App-ის ინსტალაციის დროს. მომხმარებლის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები გროვდება და მუშავდება კომპანია Transportit LLC-ის მიერ მხოლოდ ინსტალაციისა და Trabsportit app -ის გამოყენების პროცესში. მომხმარებლის გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ მონაცემების მოწოდება Transportit app -ის გამოყენების წინაპირობაა.
რა სახის პერსონალურ ინფორმაციას ვაგროვებთ
ინფორმაცია რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ გამოიყენება სამომავლო სერვისების გასაუმჯობესებლად და თქვენი კომფორტის ხელშესაწყობად ვებ-პორტალით ან აპლიკაციით სარგებლობისას. ესაა:
- Transportit app-ის მომხმარებლის სახელი
- ტელეფონის ნომერი
- ელექტრონული ფოსტის მისამართი
- ინფორმაცია მომსახურების ხარისხის შესახებ (რეიტინგი)
- მომხმარებლის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა
- მომსახურების გაწევის დრო
- დანიშნულების ადგილი
- იმ მოწყობილობის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელზეც Transportit App დაინსტალირდა
- Transportit.ge ვებგვერდის კუკი-ფაილი ინახავს ვებგვერდის მომხმარებლის ტელეფონის ნომერს და გეოგრაფიული მდებარეობის მონაცემებს.
- ავტომატური ინფორმაცია
- თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია
აღსანიშნავია, რომ Transportit LLC არ ინახავს ინფორმაციას თქვენს საბანკო ბარათზე
პერსონალური მონაცემების მოგროვების მიზანი და დამუშავების პერიოდი
- პერსონალური მონაცემები გამოიყენება მომსახურების ხარისხის სრულყოფისთვის
- ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს მომხმარებელსა და მომსახურების გამწევს შორის კომუნიკაციისთვის;
- გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ მონაცემებსა და ტელეფონის ნომერს ჩვენ ვუგზავნით მძღოლს მომხმარებლის ადგილმდებარეობის დასადგენად;
- საკონტაქტო ინფორმაცია გამოიყენება Transportit app-ის სიახლეების გასაცნობად;
- მოწყობილობის საიდენტიფიკაციო მონაცემები გამოიყენება აპლიკაციაში არსებული სპეციფიკური ხარვეზების აღმოსაფხვრელად
- ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას Transportit app-ის მომხმარებლების მარშრუტებისა და დროის შესახებ გეოგრაფიული არეალის მოცვის გასაანალიზებლად და მძღოლებისთვის რეკომენდაციების გასაწევად;
- Transportit app-ის საშუალებით მოგროვებული პერსონალური მონაცემები არ იქნება გამოყენებული პიროვნებების ან მათი ადგილმდებარეობის იდენტიფიკაციისა და ბიჰევიორული მარკეტინგის მიზნით.
- ჩვენ შევინახავთ და დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ პერიოდის განმავლობაში, რა პერიოდის მანძილზეც თქვენი ანგარიში აქტიურია.
პერსონალური მონაცემების მოგროვების მეთოდი
- ინსტალაციის პროცესში ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს Transportit app-ის მომხმარებლების სახელის, ტელეფონის ნომრის და ელ-ფოსტის მისამართების შესახებ;
- ჩვენ მხოლოდ მაშინ ვაგროვებთ გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ მონაცემებს, თუ Transportit app გააქტიურებულია;
- გეოგრაფიული მდებარეობის მონაცემების მოგროვება წყდება მას შემდეგ, რაც Transportit app დაიხურება მომხმარებლის მოწყობილობაზე.
პერსონალური მონაცემების გამჟღავნება მესამე მხარისთვის
- მომხმარებლების პერსონალური მონაცემები გაუმჟღავნდება მხოლოდ იმ მძღოლებს, რომლებმაც გააქტიურეს Transportit app; ასეთ შემთხვევაში, შეკვეთის მიღების შემდეგ, ისინი ნახავენ მომხმარებლის სახელს, ტელეფონის ნომერს და გეოგრაფიულ მდებარეობას;
- მომსახურების გაწევის შემდეგ მომხმარებლის სახელი თვალსაჩინო დარჩება მძღოლისთვის 24 საათის განმავლობაში. ეს აუცილებელია მძღოლებისთვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად., მაგ. კლიენტთან დაკავშირება თუ მანქანაში დარჩა რაიმე ნივთი;
- მომსახურების ხარისხის შესახებ გამოხმაურება ანონიმურია და მძღოლები არ იღებენ ინფორმაციას ასეთი გამოხმაურების მომწოდებელი მომხმარებლების სახელისა და ტელეფონის ნომრის შესახებ;
- ინფორმაცია ჩვენი კლიენტების შესახებ წარმოადგენს ჩვენი ბიზნესის მნიშვნელოვან ნაწილს და ჩვენ არ ვართ ჩართული ისეთ ბიზნესში, რომელიც მოიცავს ინფორმაციის გაყიდვას ჩვენი მომხმარებლების შესახებ.
მონაცამების უსაფრთხოება და წაშლა
- Transportit App-ს მომსახურების გაწევის პერიოდში მოგროვებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემი გადაეცემა და ინახება დაცულ მონაცემთა ცენტრებში. მხოლოდ Transportit LLC-ის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება და მათ შეუძლიათ ისარგებლონ ამ მონაცემებით, მხოლოდ Transportit app-ის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას (მათ შორის მძღოლებთან დავების დროს);
- თუ გსურთ წაშალოთ ჩვენ მიერ მოგროვებული პერსონალური მონაცემები, ამის გაკეთება შეგიძლიათ წერილობითი მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე info@transportit.ge-ის საშუალებით. მოთხოვნის მიღების შემდეგ ჩვენ წავშლით ანგარიშს და ამ ანგარიშთან დაკავშირებულ ნებისმიერ პერსონალურ მონაცემს, იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გაწევის შემდეგ არ არის დარჩენილი რაიმე გადაუხდელი თანხა. წაშლის შემდეგ პერსონალური მონაცემები გახდება ანონიმური და გამოყენებული იქნება მხოლოდ ანალიტიკური მიზნებისთვის;
- აღსანიშნავია, რომ Transportit app-ის დეინსტალაცია თქვენს მოწყობილობაზე არ იწვევს თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლას. თუ გსურთ წაშალოთ Transportit LLC-ის მიერ მოგროვებული პერსონალური მონაცემები, გთხოვთ გააგზავნოთ წერილობითი მოთხოვნა ელ-ფოსტით ზემოთ მითითებულ მისამართზე. თქვენ ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ პერსონალური მონაცემების წაშლის მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ, თუ ჩვენ წავშლით თქვენს ანგარიშს. ამის შედეგად თქვენ არ შეგეძლებათ გამოიყენოთ Ttransportit LLC-ის მომსახურებები თქვენი არსებული ანგარიშის შესაბამისად.
- თუ თქვენ ჩათვლით, რომ ჩვენ ვახორციელებთ პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი უფლებების საწინააღმდეგოდ ან კანონის საწინააღმდეგოდ, კერძოდ, თუ პერსონალური მონაცემები არამიზნობრივია თქვენ შეგიძლიათ:
ა) მოგვთხოვოთ განმარტება;
ბ) მოგვთხოვოთ გამოვასწოროთ წარმოქმნილი ვითარება (კერძოდ პერსონალური მონაცემების ბლოკირება, გასწორება ან შევსება);
გ) მიმართოთ უშუალოდ თქვენს პერსონალურ მონაცემზე იურისდიქციის მქონე შესაბამის მონაცემთა დაცვის ორგანოს.
პირდაპირი მარკეტინგი
- ჩვენ ვიყენებთ თქვენს ელ-ფოსტის მისამართს და ტელეფონის ნომერს ჩვენს პროდუქტთან დაკავშირებული მარკეტინგული შეტყობინებების გაზიარებისთვის, თუ თქვენ გაქვთ შესაბამისი თანხმობა transportit.ge ვებგვერდზე. თუ აღარ გსურთ მიიღოთ პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებები Transportit app-ში, გთხოვთ დააწკაპუნოთ ჩვენი ელ-ფოსტის სათაურში ან Transportit app პროფილურ ნაწილში მითითებული ბმულზე "გამოწერის გაუქმება“.
არასრულწლოვანი პირების დაშვება ვებ -პორტალის გამოყენებისას
სრულწლოვანებას მიუღწეველი პირები უფლებამოსილნი არიან გამოიყენონ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სერვისები მხოლოდ მშობლის ან კანონიერი მეურვის თანხმობით.
მძღოლის პერსონალური მონაცემები
- ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ მძღოლების პერსონალურ მონაცემებს, თუ ეს აუცილებელია ამ პროფესიული საქმიანობისთვის შესაფერისი მძღოლის კვალიფიკაციის შესამოწმებლად და Transportit app მომსახურებასთან დაკავშირებული საკონტრაქტო ურთიერთობების დასაცავად.
- Transportit LLC-ს მომსახურების გამწევის მიერ მძღოლების შესახებ პერსონალური მონაცემების ნებისმიერი მოგროვება და დამუშავება უნდა მოხდეს იმავე პირობებით, რომელიც განსაზღვრულია კონფიდენციალობის პოლიტიკაში.
- Transportit app-ის გაგზავნის მახასიათებლის გამოყენებისას, მომსახურების ოპერატორს შეუძლია ნახოს მძღოლის გეოგრაფიული მდებარეობა და მომსახურების გამოყენების დროები. თუ მძღოლს არ სურს რომ მისი მდებარეობა იყოს თვალსაჩინო დისპეჩერ-ოპერატირისთვის, მას შეუძლია „გამოსვლა“ ღილაკზე დაჭერით გამორთოს app რეჟიმი.