https://karanganbungacilacap.com/https://17slotgacor.com/https://masakannusantara2024.blogspot.com/https://chord2024.com/https://www.kompasko.com/
წესები და პირობები
სადაზღვეო პირობები

ნაწილი1 -ზოგადი პირობები

  1. დაზღვევის საგანი

1.1.    წინამდებარე დაზღვევის პირობებით Transportit LLC, შემდგომში მზღვეველი, აზღვევს გადაზიდვაში მყოფ ტვირთს და მასთან დაკავშირებულ მატერიალურ ინტერესებს, იმ დანაკარგის ან დაზიანებისაგან,რომელიცშეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულებით დაფარული რისკების პირდაპირი შედეგით;

1.2.    ტვირთი დაიზღვევა ნაჭრებად, პაკეტებად, შეკვრებად, ყუთებად ან სხვა მიღებულ ერთეულებად (რომელიც განსაზღვრულია გადაზიდვის დოკუმენტებში), ხოლო შეუფუთავი ტვირთი - წონის ერთეულებად;

  1. დაფარული რისკები

2.1.  სადაზღვევო  დაფარვა   ლიმიტირებულია   ამ   დაზღვევის პირობებში განცხადებული რისკების ფარგლებში.

2.2.    სადაზღვევო შემთხვევის შედეგად, ტვირთისათვის მიყენებული დანაკარგი ან დაზიანება ანაზღაურებულ იქნება ამ დაზღვევის პირობების მიხედვით;

  1. გამორიცხული რისკები

აღნიშნული პირობებით არ იფარება დანაკარგი ან დაზიანება გამოწვეული შემდეგიმიზეზებით:

3.1.    რაიმე განზრახ ქმედება ან გაუფრთხილებლობა დაზღვეულის, გამგზავნის ან მიმღების მიერ ტვირთის ტრანსპორტირებისათვის მომზადებისას, გადატვირთვის და შენახვის საყოველთაოდ აღიარებული წესების დაუცველობა;

3.2.    ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვისათვის არასაკმარისი ან შეუფერებელი შეფუთვა, ტვირთის შეუფერებელი განლაგება სატრანსპორტო საშუალებაში;

3.3.    დაზღვეული საგნის ბუნება ან მისი თვისებები, როგორებიცაა: თვითაალება, დალპობა, დაშრობა, თვით-დაშლა, წონის ბუნებრივი კლება, პიგმენტაცია, ფერის დაკარგვა, სუნის შეთვისება და სხვა მსგავსი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი შედეგი გამოწვეულია დაზღვევის პირობებით და სადაზღვევო პოლისით დაფარული რისკებით

3.4.    ობი, ფერმენტაცია, ლატენტური დეფექტები, დაჭიანება, ლარვა, მღრღნელი, მწერები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი დანაკარგი ან დაზიანება გამოწვეულია დაზღვევის პირობებით დაფარული რისკებით;

3.5.    შეუფუთავი ტვირთის ტრანსპორტირების დროს გაჭუჭყიანება, შეწამვლა, ფერის დაკარგვა, პიგმენტაცია;

3.6.    ზარალი, დანაკარგი ან დაზიანება გამოწვეული გადამზიდავის, ექსპედიტორის ან სხვა შუამავლის მიერ, რომელზეც არ აგებს პასუხს გადამზიდავი, ექსპედიტორი ან სხვა შუამავალი ან რომელზეც გადამზიდავის, ექსპედიტორის ან სხვა შუამავლის პასუხისმგებლობა არის შეზღუდული ნებაყოფლობით ან საერთაშორისო კონვენციების ან სხვა საერთაშორისო ან ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით;

3.7.    დანაკარგი, გამოწვეული ტრანსპორტირების შეყოვნებით, ფასთა ცვლილებით და სხვა არაპირდაპირი დანაკარგი, როგორიცაა: დანაკარგები გამოწვეული სავალუტო კურსის, პროცენტული      განაკვეთის ცვლილებით,   დანაკარგი გამოწვეული საბაზრო პირობებით, დამატებითი გადაზიდვის ხარჯებით, საკარანტინო ხარჯებით;

3.8.    ცვლილებები წონაში, გამოწვეული გასაზომი ინსტრუმენტების, მოწყობილობების ან მეთოდების განსხვავებულობით;

3.9.    ტვირთის დანაკლისი, როდესაც გარე შეფუთვა არის ნორმალურ მდგომარეობაში, სრული და დაუზიანებელი;

3.10.  ნებისმიერი პირის თაღლითური ქმედება;

3.11.  კონტრაბანდული ან აკრძალული ვაჭრობა;

3.12.  შეღწევადი რადიაცია ან რადიოაქტიური დაბინძურება;

3.13.  ზარალი ან დანაკარგი რომელიც გამოწვეულია ტვირთის გაუჩინარებით.

  1. დაზღვევის მოქმედების ვადა

4.1. მზღვეველის პასუხისმგებლობა ძალაში იქნება ტრანსპორტირების ჩვეული ხანგრძლივობის განმავლობაში ჩვეული მარშრუტით მსვლელობისას, ტვირთის იძულებითი ჩამოტვირთვის, ჩატვირთვის და გადატვირთვის ჩათვლით, აგრეთვე მარშრუტიდან გადახრისას, რომელსაც გადამზიდველი ვერ აკონტროლებს ან რომელიც განხორციელებულია ადამიანის სიცოცხლის ან ქონების გადასარჩენად, ან სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებისათვის და დასრულდება სადაზღვევო კონტრაქტში აღნიშნულ ადგილას.

4.2.    თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, მზღვეველის პასუხისმგებლობა თითოეული დაზღვეული ნაჭრისათვის ან წონის ერთეულისათვის ძალაში შევა იმ მომენტიდან, როდესაც ტვირთი ჩატვირთულ იქნება სატრანსპორტო საშუალებაში სადაზღვევო პოლისში აღნიშნულ ადგილას და შეწყდება სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების პუნქტში ჩასვლისას.

  1. “საწყობიდან საწყობამდე” დაზღვევა

5.1. იმ შემთხვევაში თუ სადაზღვევო პოლისის მიხედვით ტვირთი დაზღვეულია “საწყობიდან საწყობამდე”, მზღვეველის პასუხისმგებლობა თითოეული ნაჭრისათვის ან წონის ერთეულისათვის ძალაში შევა იმ მომენტიდან, როდესაც ასეთი ერთეული დატოვებს კონტრაქტში განცხადებულ საწყობს ან შენახვის ადგილს და შეწყდება:

5.2.  პოლისში მითითებულ საბოლოო დანიშნულების პუნქტში მიმღების საწყობში მოხვედრის მომენტში, ან

5.3.  ნებისმიერ საწყობში ან შესანახ ადგილას მიტანის მომენტში, რომელიც არ შეიძლება იქნას განხილული როგორც ტრანზიტული პუნქტი გადაზიდვის დროს, ან 


5.4.  გადმოტვირთვის საბოლოო პუნქტში საზღვაო ხომალდიდან გადმოტვირთვის დასრულებიდან 60 (სამოცი) დღის გასვლის შემდეგ,


5.5.   იმის და მიხედვით თუ რომელს ექნება პირველად ადგილი.

  1. დაზღვევის გაფორმებისას ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება 

6.1.    დაზღვევის გაფორმებისას დაზღვეული ვალდებულია შეატყობინოს მზღვეველს:

  • ტვირთის სახეობა;
  • პაკეტების რაოდენობა, წონა და მარკირება, ამგვარის არსებობის შემთხვევაში;
  • ტვირთის წონა – შეუფუთავი ტვირთისათვის;
  • ტვირთის ტრანსპორტირების სახეობა – ხომალდის ტრიუმში თუ ბორტზე, დახურულ ვაგონებში თუ ღია ვაგონებში, სატვირთო ავტომობილით თუ სატვირთო მისაბმელით, და ა.შ.
  • იქნება თუ არა ტვირთი პირდაპირ შეხებაში საშიშ ტვირთებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება, უცაბედი აალება, გაჭუჭყიანება, სუნი, კოროზია და სხვა მსგავსი.
  • სატრანსპორტო დოკუმენტის თარიღი და ნომერი.
  • ტრანსპორტირების დაწყების, დასრულების და გადატვირთვის პუნქტები.
  • სადაზღვევო თანხა (როდესაც გადაზიდვა ხდება წყლის ტრანსპორტით, სადაზღვევო თანხა განცხადებულ უნდა იქნეს ცალკე ხომალდის ტრიუმში და ცალკე ბორტზე გადაზიდვის შემთხვევებში).
  • რისკები, რომლისგანაც ტვირთის დაზღვევაც სურს დაზღვეულს.
  • ყველა გარემოება, რომლის შესახებაც იცის ან შეიძლება იცოდეს შესაბამისი დაკვირვებულობის შედეგად დაზღვეულმა და რომელიც გავლენას ახდენს კომპანიის მიერ რისკების, კონტრაქტის პირობების და განაცხადის მიღების შეფასებაზე.

6.2.    როდესაც დაზღვეულს არ გააჩნია რაიმე საჭირო ინფორმაცია, დაზღვევა შეიძლება გაფორმებულ იქნეს დაზღვეულის მიერ მიწოდებული დროებითი წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე, იმ პირობით, რომ დაზღვეული შეატყობინებს მზღვეველს საჭირო ინფორმაციას მისი მიღებისთანავე. დამატებითი ინფორმაციის მიღებისას მზღვეველი, თავისი შეხედულებისამებრ, შეიტანს შესაბამის დამატებებს სადაზღვევო პირობებში.

6.3.    თუ მიწოდებული ინფორმაცია აღმოჩნდა ისეთი შინაარსის, რომლის წინასწარი ცოდნის შემთხვევაში მზღვეველი უარს იტყოდა დაზღვევაზე, მზღვეველი უფლებამოსილია ცნოს კონტრაქტი ბათილად, ყველანაირი პასუხისმგებლობის გაუქმებით. 

6.4.    უარის განცხადება იქნება რეტროაქტიური, ანუ იმოქმედებს იმ შემთხვევაშიც თუ დამატებითი ინფორმაციის მოწოდება მოხდა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

6.5.    თუ        შემთხვევა       მოხდამზღვეველისათვის    ზუსტი ინფორმაციის მიწოდებამდე, ეს უკანასკნელი პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარემოებებს რომელთა შესახებაც მზღვეველმა არ იცოდა არ ჰქონდათ არანაირი გავლენა სადაზღვევო შემთხვევის დადგომასთან.

  1. საჭირო ინფორმაციის მიწოდების შეუსრულებლობის შედეგები

7.1.    თუ        დაზღვეულიდამალავს      რაიმე  გარემოებას,   რომლისცოდნის შემთხვევაშიც მზღვეველი სადაზღვევო ხელშეკრულებას დადებდა სხვა სადაზღვევო პირობებით, მზღვეველი უფლებამოსილია შესაბამისად შეცვალოს პრემიის ოდენობა, სადაზღვევო თანხა ან სხვა სადაზღვევო პირობები.

  1. გაუქმება

8.1.    მზღვეველს უფლება აქვს ცალმხრივად გააუქმოს სადაზღვევო ხელშეკრულება, თუ:

8.1.1. დაზღვეულმა არ განაცხადა (დამალა) ნებისმიერი გარემოება, რომლის ცოდნის შემთხვევაშიც მზღვეველი ხელშეკრულებას არ გააფორმებდა.

8.1.2. დაზღვეულმა განაცხადა პრეტენზია მცდარი ინფორმაციით,რომლის მიზანია სარგებლის მიღება სადაზღვევო ხელშეკრულებისაგან.

8.2.    ასეთ შემთხვევებში მზღვეველი დაიტოვებს ყველა უფლებას სადაზღვევო პრემიაზე და არ იქნება ვალდებული გადაიხადოს არანაირი სადაზღვევო ანაზღაურება.

  1. პრეტენზიები

9.1. დაზღვეულს უნდა ჰქონდეს სადაზღვევო ინტერესი ტვირთის  დანაკარგის ან დაზიანების შემთხევევის დადგომისას. დაზღვეულმა უნდა დაამტკიცოს ასეთი სადაზღვევო ინტერესის არსებობა შემთხვევის დროს.

9.2. სადაზღვევო ანაზღაურების მიღების პრეტენზიები უნდა წარედგინოს მზღვეველს წერილობით ფორმაში და დაზღვეულმა და მოსარგებლემ უნდა დაამტკიცონ:

9.2.1. სადაზღვევო კონტრაქტის არსებობა;


9.2.2. მათი უფლებები დაზღვეულ ტვირთზე;


9.2.3. სადაზღვევო შემთხვევის გარემოება;


9.2.4. განცხადებული ანაზღაურების ოდენობა.


9.3. ზემოაღნიშნულის დასამოწმებლად, დაზღვეულმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:


9.3.1. სადაზღვევო პოლისის ორიგინალი;


9.3.2. ტვირთის გადაზიდვის კონტრაქტის ორიგინალი;


9.3.3. ტვირთის ანგარიშ-ფაქტურის ორიგინალი ან ასლი, აგრეთვე ტვირთის სპეციფიკაცია, შეფუთვის რეესტრი და ტვირთის წარმოშობის სერთიფიკატი;


9.3.4. ტვირთის გადასაზიდად მიღების მომენტში გადამზიდველის მიერ შედგენილი აქტი გადაზიდვაში მიღებულ ტვირთზე;


9.3.5. სადისპაშერო აქტის ორიგინალი, რომელიც ამოწმებს ტვირთის დანაკარგის ან დაზიანების ხასიათს და მოცულობას (დისპაშერის არჩევა წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული მზღვეველთან);

9.3.6. ტვირთის მიტანის/მიღების დოკუმენტები გაცემული მიმღების მიერ ტვირთის მიღების ადგილას;

9.3.7. დაზღვეულის გადამზიდველებთან ან მესამე პირებთან კორესპონდენცია ამ უკანასკნელთა ტვირთის დაზიანების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით;

9.3.8. ექსპორტის ქვეყნის სანიტარული სამსახურების მიერ გაცემული სერთიფიკატი, რომელიც აღნიშნავს, რომ ტვირთი არის ნორმალურ მდგომარეობაში და აკმაყოფილებს სახელმწიფო მარეგულირებელ მოთხოვნებს (საკვები პროდუქტების და სამედიცინო პრეპარატების გადაზიდვის შემთხვევაში);

9.3.9. ოფიციალური შეტყობინება, სანიტარული ორგანოების მიერ იმპორტ-ექსპორტის აკრძალვის შემთხვევაში;

9.3.10. დაზიანებული ტვირთის გაყიდვის ანგარიშ-ფაქტურა, იმისათვის რომ შემცირდეს ექსპერტის მიერ დამოწმებული დაზიანების მოცულობა;

9.3.11. ფაქტურების, სადისპაშერო აქტების და ა.შ. ორიგინალები.

9.4.  დაზღვეულმა აგრეთვე უნდა წარადგინოს ყველა სხვა მოწმობა, რომელიც მას გააჩნია და დოკუმენტები რომლებიც შეიძლება იყოს მოთხოვნილი მზღვეველის მიერ; 


9.5. მზღვეველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ნებისმიერი სადაზღვევო ანაზღაურების გადახდაზე, თუ დაზღვეული არ წარადგენს პუნქტ 19.3-ში აღნიშნულ საბუთებს. 


  1. იურისდიქცია

10.1. ყველა სარჩელი, რომელიც გამოწვეულია ამ პირობების მიხედვით დაზღვეულ ტვირთთან მიმართებაში გადაწყვეტილი იქნება მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

10.2. ამის შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ მიმართონ სარჩელის გადასაწყვეტად საქართველოს სასამართლოს.

  1. გამოსაყენებელი კანონმდებლობა

11.1. ეს საერთო პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. 

ნაწილი 2 - სპეციფიკური პირობები

  1. რისკების მუხლი

1.1. ეს დაზღვევა ფარავს დაზღვეული ობიექტის დანაკარგის ან დაზიანების ყველა რისკებს, გარდა ამ პირობების II-ე ნაწილის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლებში განსაზღვრული რისკებისა და გამონაკლისებისა.

  1. საერთო ავარიის მუხლი

2.1. ეს დაზღვევა ფარავს საერთო ავარიის და ქონების გადარჩენის ხარჯებს, დაზუსტებულსა და განსაზღვრულს დაფრახტვის ხელშეკრულებით და/ან მოქმედი კანონებითა და პრაქტიკით, რომლებიც გაწეულია ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული დანაკარგების თავიდან ასაცილებლად ან თავიდან აცილებასთან დაკავშირებით, გარდა იმ მიზეზებისა, რომლებიც გამორიცხულია ამ პირობების II-ე ნაწილის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებში ან ამ დაზღვევის პირობების სხვა ნებისმიერ მუხლში.

  1. ძირითადი გამონაკლისების მუხლი

ეს დაზღვევა არ ფარავს:

3.1.  დანაკარგს, დაზიანებას ან ხარჯს, რომელიც 
დაკავშირებულია დაზღვეულის ბოროტგანზრახულ 
ქმედებასთან. 


3.2.  ჩვეულ გაჟონვას, წონის ან მოცულობის ჩვეულ კლებას ან 
კარგვას, ან დაზღვეული საგნის ჩვეულ ცვეთას. 


3.3.  დანაკარგს, დაზიანებას ან ხარჯს, გამოწვეულს საგნის არასაკმარისი ან შეუფერებელი შეფუთვით ან მომზადებით (ამ მუხლის შემთხვევისათვის ჩაითვლება, რომ “შეფუთვა” მოიცავს ჩაწყობას კონტეინერში ან ყუთებში, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ასეთი ჩაწყობა ხორციელდება უშუალოდ ამ დაზღვევის ძალაში შესვლამდე, ან ხორციელდება 
დაზღვეულის ან მისი მომსახურე პერსონალის მიერ). 


3.4.  დანაკარგს, დაზიანებას ან ხარჯს გამოწვეულს დაზღვეული 
საგნის ბუნებით ან შინაგანი თვისებებით. 


3.5.  დანაკარგს, დაზიანებას ან ხარჯს უშუალოდ გამოწვეულს 
დაყოვნებით, თუნდაც ეს დაყოვნება გამოწვეულია რისკით, რომელიც დაზღვეულია (გარდა ხარჯებისა, რომელთა გადახდა გათვალისწინებულია ამ პირობების II-ე ნაწილის მე- 2 მუხლში). 


3.6.  დანაკარგს, დაზიანებას ან ხარჯს, გამოწვეულს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის, მმართველის, დამფრახტველის ან ოპერატორის გადახდისუუნარობით ან ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობით. 


3.7.  დანაკარგს, დაზიანებას ან ხარჯს, გამოწვეულს ნებისმიერი საომარი იარაღის გამოყენებით, რომელიც შეიცავს ატომური ან ბირთვული დაშლის და/ან სინთეზის ელემენტს, ან სხვა მსგავს რეაქციას, ან რადიოაქტიურ ძალას, ან სხვა მსგავს შემთხვევას. 


3.8.  დანაკარგს, დაზიანებას ან ხარჯს, გამოწვეულს გაუჩინარებით, მწერების მიერ დატემპერატურული ცვალებადობით.


3.9.  დანაკარგს, დაზიანებას ან ხარჯს, გამოწვეულს უარყოფით ან კონფისკაციით. 


  1. ომის გამორიცხვის მუხლი

4.1. ეს დაზღვევა არ ფარავს დანაკარგს, დაზიანებას ან ხარჯს გამოწვეულს:

4.1.1.  ომით, სამოქალაქო ომით, რევოლუციით, აჯანყებით, 
ამბოხებით, ან მათგან გამომდინარე სამოქალაქო ბრძოლით, ან ნებისმიერი მტრული ქმედებით მეომარი ძალის მიერ ან მის წინააღმდეგ. 


4.1.2.  გატაცებით, დაპყრობით, დაპატიმრებით, დამონებით ან დაკავებით (გარდა მეკობრეობისა) და მათგან გამომდინარე შედეგებით, ან ამ ქმედებების ნებისმიერი მცდელობით. 


4.1.3.  დარჩენილი ნაღმებით, ტორპედოებით, ბომბებით ან სხვა დარჩენილი საომარი იარაღით. 


  1. გაფიცვის გამორიცხვის მუხლი

5.1. ეს დაზღვევა არ დაფარავს დანაკარგს, დაზიანებას, ხარჯს გამოწვეულს:

5.1.1.  გაფიცულების, ლოკაუტირებული მუშების, ან 
პიროვნებების მიერ, რომლებიც იღებენ მონაწილეობას შრომით არეულობაში, აჯანყებაში ან სამოქალაქო მღელვარებაში.


5.1.2.  გაფიცვებით, ლოკაუტებით, შრომითი არეულობით, აჯანყებით ან სამოქალაქო მღელვარებით. 


5.1.3.  პოლიტიკური მოტივით მოქმედი ნებისმიერი ტერორისტის ან ნებისმიერი პიროვნების ქმედებით.


  1. ტრანზიტის მუხლი

6.1. ეს დაზღვევა იწყება, როდესაც ტვირთი ტოვებს პოლისში დასახელებულ ადგილზე მდებარე საწყობს ან შესანახ ადგილს ტრანზიტის დასაწყებად, გრძელდება ტრანზიტის ჩვეულებრივი კურსის განმავლობაში და სრულდება:

6.1.1.  დანიშნულების პუნქტში მიმღების ან სხვა საბოლოო საწყობში ან პოლისში განცხადებულ შენახვის ადგილში, ან 


6.1.2.  პოლისში დასახელებულ დანიშნულების საბოლოო ადგილზე მისვლამდე ან მისვლისას, ტვირთის მიწოდებისას ნებისმიერ სხვა საწყობში ან შესანახ ადგილში, რომელსაც დაზღვეული თავისი ამორჩევით იყენებს 


6.1.3.  შესანახად, განსხვავებით ტრანზიტის ჩვეულებრივი სვლისაგან, ან 


6.1.4.  განსალაგებლად ან გასანაწილებლად, ან 


6.1.5.  პოლისში მითითებულ ჩამოტვირთვის საბოლოო პორტში 
პოლისით დაზღვეული ტვირთის საზღვაო ხომალდიდან 
ჩამოტვირთვის დასრულების შემდეგ 60 დღის გასვლისას, 


6.1.6.  სადაზღვევო პოლისში მითითებული პოლისის მოქმედების 
ვადის გასვლისას,
იმის მიხედვით, თუ რომელს ექნება პირველად ადგილი.

6.2.  თუ ჩამოტვირთვის საბოლოო დანიშნულების პორტში, 
საზღვაო ხომალდიდან ჩამოტვირთვის შემდეგ, მაგრამ ამ დაზღვევის დასრულებამდე, ტვირთი იგზავნება იმ დანიშნულების ადგილისაგან განსხვავებულ ადგილზე, რომლამდეც ის არის დაზღვეული, ეს დაზღვევა, ვინაიდან ექვემდებარება ზემოთ აღნიშნულ დასრულების პირობებს, შეწყდება ამგვარი ადგილისაკენ ტრანზიტის დაწყების მომენტიდან. 


6.3.  ეს დაზღვევა დარჩება ძალაში (ზემოაღნიშნული დასრულების პირობებისა და მე-9 მუხლის მიხედვით) ნებისმიერი შეფერხების, მარშრუტიდან გადახრის, იძულებითი ჩამოტვირთვის, გადატვირთვის ან გადაზიდვის დროს, რომელსაც ვერ აკონტროლებს დაზღვეული და რომელიც გამოწვეულია გემთმფლობელის ან


  1. მარშრუტის ცვილილების მუხლი

7.1. თუ ამ დაზღვევის ძალაში შესვლის შემდეგ, დაზღვეული შეცვლის დანიშნულების ადგილს მზღვეველისათვის მიწოდებული უნდა იყოს სასწრაფო შეტყობინება და უნდა მოხდეს შეთანხმება სადაზღვევო პრემიისა და სხვა პირობების შესახებ.

  1. სადაზღვევო ინტერესის მუხლი

8.1.  ამ დაზღვევით გათვალისწინებული ასანაზღაურებელი 
ზარალის მისაღებად, დაზღვეულს უნდა გააჩნდეს დაზღვეული ობიექტის მიმართ სადაზღვევო ინტერესი დანაკარგის დროს. 


8.2.  დაზღვეულს ექნება უფლება მიიღოს ამ დაზღვევით დაფარული პერიოდი განმავლობაში მომხდარი 
დაზღვეული ზარალის ანაზღაურება, იმის მიუხედავად, თუ ზარალი მოხდა სადაზღვევო ხელშეკრულების დადებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზღვეულმა წინასწარ იცოდა ამ დანაკარგის შესახებ, ხოლო მზღვეველმა არა.

  1. კონსტრუქციული სრული განადგურების მუხლი

9.1. განმარტება:
“კონსტრუქციული სრული განადგურება” - დაზღვეული საგნის ისეთი დაზიანება, როდესაც დაზიანების აღმოფხვრის (შეკეთების ა.შ) ხარჯები და დანიშნულების პუნქტში ტვირთის გადაგზავნის ხარჯები აღემატება ღირებულებას რომელიც ტვირთს ექნებოდა დანიშნულების ადგილზე ჩატანისას.

9.2. ამ დაზღვევით დაზღვეულმა შეიძლება მოითხოვოს “კონსტრუქციული სრული განადგურების” სარჩელის ანაზღაურება, იმ შემთხვევაში, თუ:

  • დაზღვეული საგანი დასაბუთებულად არის 
მიტოვებული იმ პირობით, რომ მისი რეალური 
სრული განადგურება იქნებოდა გარდაუვალი, 

  • ან თუ საგნის აღდგენის, შეკეთების და დანიშნულების იმ ადგილამდე გაგზავნის ღირებულება, სადამდეც იგი დაზღვეულია, გადააჭარბებს მის ღირებულებას მისი ჩასვლის 
დროისათვის. 

  1. გამორიცხული ტვირთები

ეს დაზღვევა არ ვრცელდება:

  • ტვირთებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ არსებობის/წარმომავლობის/ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი; 
  • ნავთობპროდუქტებზე; 
  • ტვირთებზე წინა თარიღით, როდესაც დასაზღვევი ტვირთის ტრანსპორტირება დაწყებული ან დასრულებულია; 
  • ტვირთზე, რომელიც გადაიზიდება საზღვაო/სამდინარო ტრანსპორტზე, რომლისწლოვანებაც აღემატება 30 წელს; 
  • ნაღდი ფული, ძვირფასეულობა, ნახატები და სხვა ხელოვნების ნიმუშებზე; 
  • საფოსტო გზავნილებზე; 
  • ტვირთზე, რომლის გადატანაც ხდება მილსადენის საშუალებით; 
  • რადიაქტიურ/ბირთვულ ნივთიერებებზე და მათი ნარჩენებზე; 
  • ცხოველებზე/ფრინველებზე (გარდა გაყინული საკვები პროდუქტების); 
  • კონტეინერებზე (განისაზღვრება ცალკე გაიდლაინით); 
  • ტვირთზე შეფუთვის გარეშე (გარდა ნაყარი ტვირთისა)