https://karanganbungacilacap.com/
წესები და პირობები
მოხმარების წესები & პირობები

მოგესალმებით transportit.ge -ზე.  

Transportit app არის ლოგისტიკურ (საექსპედიციო) სერვის მობილური აპლიკაცია. მისი მეშვეობით ხდება მომხმარებლის დაკავშირება იმ ლოგისტიკური სერვისის პროვაიდერებთან, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან Transportit app სისტემაში. შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია Transportit LLC (საიდენტიფიკაციო კოდი 405136561) დაარსდა საქართველოში და არის Transportit აპლიკაციის უფლებებისა და სერვისის მფლობელი 

აპლიკაციის გამოყენება 

  • Transportit აპლიკაციის გამოყენებისათვის საჭიროა აპლიკაციის ინსტალაცია და მომხმარებლის ანგარიშის/პროფილის შექმნა. Transportit აპლიკაციის ინსტალაციისას, მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერი დაკავშირებულია შესაბამისი მომხმარებლის ანგარიშთან/პროფილთან და ასევე, დამატებულია მონაცემთა ბაზაში. 
  • Transportit აპლიკაციის გამოყენებისას მომხმარებელი სერვისის საფასურის გადახდას ახორციელებს Transportit აპლიკაციაში მითითებული საბანკო ბარათის მეშვეობით 
  • ნებისმიერი სახის საჩივრის გაგზავნა შესაძლებელია ჩვენი მხარდამჭერი ჯგუფისათვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე info@transportit.ge და აპლიკაციაში ჩაშენებული საკომუნიკაციო წყაროთი, ასევე შესაძლებელია დაკავშირება ჩვენს მხარდამჭერ ნომერზე +995322XXXXXX  (ხელმისაწვდომია სამუშაო დღეებში 11.00-დან 19.00 სთ-მდე) 
  • აპლიკაციის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ ყველა ხელშეკრულება, შეტყობინება და სხვა სახის ელექტრონული კომუნიკაცია ჩვენთან, აკმაყოფილებს ნებისმიერ თქვენს იურიდიულ მოთხოვნას კომუნიკაციასთან დაკავშირებით. 

კონფიდენციალურობა 

გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის დამატებით დებულებებს, რომლებიც წარმოადგენენ განუყოფელ ნაწილს წინამდებარე თანხმობასთან (ბმული კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე). 

საავტორო უფლებები 

Transportit LLC-ისთან დაკავშირებული ყველა საავტორო უფლება და სავაჭრო ნიშნები, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის კოდი, მონაცემთა ბაზა, ლოგოებისა და ვიზუალური დიზაინის ჩათვლით, ეკუთვნის Transportit LLC-ს და დაცულია საავტორო უფლების, სავაჭრო ნიშნების და სავაჭრო საიდუმლოს დაცვის შესახებ კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებებით. Transportit LLC-ის აპლიკაციის, ვებგვერდის ან Transportit LLC-ის სხვა მომსახურებების გამოყენებით თქვენ არ იძენთ საკუთრების უფლებას Transportit LLC-ის ნებისმიერ ინტელექტუალურ საკუთრებაზე.  

თქვენი პროფილი 

ვებ-პორტალის გარკვეულ სერვისებთან წვდობისათვის, დაგჭირდებათ პროფილში ავტორიზება. პროფილის კონფიდენციალურობა წარმოადგენს თქვენს პასუხისმგებლობას და თქვენ თანახმა ხართ, ნებისმიერი აქტივობისათვის, რომელიც განხორციელდება თქვენი პროფილიდან, თქვენ ხართ პასუხისმგებელი. თუ თქვენი ასაკი 18 წელზე ნაკლებია, Transportit LLC სერვისების გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. Transportit LLC იტოვებს უფლებას, რომ უარი განაცხადოს სერვისზე, წაშალოს პროფილი, გააუქმოს თქვენი უფლება გამოიყენოს Transportit LLC სერვისები, წაშალოს ან შეცვალოს მომსახურების სახეობები, ან გააუქმოს შეკვეთა Transportit LLC-ის ცალმხრივი გადაწყვეტილებით. 

შეფასება და კომუნიკაცია 

Transportit LLC-ის მიერ უზრუნველყოფილი პროგრამის საშუალებით მაღალხარისხიანი მომსახურებისა და კლიენტებისთვის დამატებითი გარანტიების უზრუნველსაყოფად, თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ და დატოვოთ კომენტარი თქვენს მიერ მიღებული სატრანსპორტო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. ასევე თქვენი საშუალო რეიტინგი დაკავშირებული იქნება თქვენს Transportit LLC-ის ანგარიშთან და ხელმისაწვდომი იქნება გადამზიდავისთვის სატრანსპორტო მომსახურებაზე მოთხოვნის შემთხვევაში. 

მხარეები Transportit LLC-თან კომუნიკაციას ახორციელებენ პორტალში ჩაშენებული საკომუნიკაციო ხაზების მეშვეობით, რომელიც ჩაითვლება მხარეთა შორის იურიდიული ძალის მქონე საკომუნიკაციო საშუალებად.  

დაკარგვის რისკი 

კომპანია ადასტურებს, რომ მის მიერ ავტორიზირებული გადამზიდავები და მათი ტრანსპორტი, იქნება დაზღვეული. იხ. დაზღვევის პირობები

დაზღვევას არ ექვემდებარება:

1. ტვირთები, რომლებსაც არ გააჩნიათ არსებობის/წარმომავლობის/ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი;

2. ნავთობპროდუქტები;

3. ტვირთების დაზღვევა წინა თარიღით, როდესაც დასაზღვევი ტვირთის ტრანსპორტირება დაწყებული ან დასრულებულია;

4. ტვირთი, რომელიც გადაიზიდება საზღვაო/სამდინარო ტრანსპორტზე, რომლის წლოვანებაც აღემატება 30 წელს;

5. ნაღდი ფული, ძვირფასეულობა, ნახატები და სხვა ხელოვნების ნიმუშები;

6. საფოსტო გზავნილები;

7. ტვირთი, რომლის გადატანაც ხდება მილსადენის საშუალებით;

8. რადიაქტიური/ბირთვული ნივთიერებები და მათი ნარჩენები;

9. ცხოველები/ფრინველები (გარდა გაყინული საკვები პროდუქტების);

10. კონტეინერები (განისაზღვრება ცალკე გაიდლაინით);

11. ტვირთი შეფუთვის გარეშე (გარდა ნაყარი ტვირთის)

დაზღვევის ტარიფები და პირობები დასადასტურებლად, ინდივიდუალური შეკვეთის პირობებიდან გამომდინარე, კლიენტს აპლიკაციის მეშვეობით გადაეგზავნება

დაზღვევის მოქმედება იწყება მძღოლისთვის ტვირთის ჩაბარების მომენტიდან 

ფასწარმოქმნა 

ტრანსპორტირების ღირებულება განისაზღვრება საბაზისო ფასით, იმ მანძილის გავლით რაც კონკრეტული შეკვეთის შესრულებისთვის დაიფარა, რაც თქვენი მოწყობილობის GPS-ის მონაცემებზე დაყრდნობით ხორციელდება და ასევე იმ დროზე დაყრდნობით რაც კონკრეტული ტრანსპორტირების განხორციელებას დასჭირდება. იმ შემთხვევაში, გაითვალისწინეთ საბაზისო ფასი არის რეკომენდირებული ფასი რომელიც წარმოდგენილია Transportit LLC-ს აპლიკაციაში. სტანდარტული საბაზისო ტარიფმა შეიძლება განიცადოს ცვლილება ადგილობრივ ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. 

დავები 

ნებისმიერი სახის დავა უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ. 

გამოყენებადი სამართალი 

დავის განხილვისას გამოყენებად სამართალს წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობა. 

ჩვენი მისამართი 

გიორგი ბრწყინვალეს 30, თბილისი, საქართველო